გია ვოლსკი ანაკლიის პროექტზე - ვერ ვიტყოდი, რომ მამუკა ხაზარაძე გონს მოეგო, რამე აღიარა, ან პოზიცია შეიცვალა ამ საკითხზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკურ ქოლგას შეფარებული, დიდი ხნის წინ გააკეთებდა განცხადებას გეგმების და ამოცანების შესახებ

მე ვერ ვიტყოდი, რომ მამუკა ხაზარაძე გონს მოეგო, რამე აღიარა, ან პოზიცია შეიცვალა ამ საკითხთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკურ ქოლგას შეფარებული ხაზარაძე დიდი ხნის წინ გააკეთებდა განცხადებას თავისი გეგმების და ამოცანების შესახებ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა-ვიცე სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ჯარიმის გადახდა ნიშნავს თუ არა იმას, რომ მან არბიტრაჟის გადაწყვეტილება აღიარა.

ვოლსკის თქმით, ხაზარაძე ვალდებული იყო, რომ ჯარიმა გადაეხადა, ამიტომ ვერ იტყოდა, რომ მან რამე აღიარა.

„მე ვერ ვიტყვი, რომ აღიარა, იგი იძულებულია, რომ გადაიხადოს. სახელმწიფოს სერიოზული ზარალი მიაყენა უკვე იმით, რომ სახელმწიფომ დახარჯა 1 მილიონი დოლარი იმ ვალდებულების შესასრულებლად, რასაც ანაკლიის პორტის და მისი შემოგარენის განვითარება ჰქვია. სახელმწიფო ბიუჯეტმა უშველებელი რესურსი ჩადო ამაში და პროექტის შემსრულებელმა არაფერი, პრაქტიკულად, გარდა იმისა, რომ სერიოზული პოლიტიკური ზარალი და უშველებელი ეკონომიკური ზარალი მიაყენა, ვინაიდან წლების განმავლობაში ეს თემა ვერ განვითარდა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სატრანზიტო რესურსი არ იქნა ამოქმედებული. აქედან გამომდინარე, მის მიერ ჯარიმის გადახდა, მით უმეტეს, თუ ამას არბიტრაჟი ავალებს, იყო ის ვალდებულება, რასაც იძულებითი ნაბიჯი ჰქვია. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიტყოდი, რომ იგი გონს მოეგო, რამე აღიარა, ან პოზიცია შეიცვალა ამ საკითხთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკურ ქოლგას შეფარებული ხაზარაძე დიდი ხნის წინ გააკეთებდა განცხადებას თავისი გეგმების და ამოცანების შესახებ," - განაცხადა ვოლსკიმ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს