სერგეი ლავროვი - შორსმიმავალი დასკვნების გამოტანა ნაადრევია, მაგრამ ის, რაც ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირებისგან უკრაინის შესახებ მოვისმინეთ, დამაიმედებელია

მოსკოვს მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ ნაადრევია შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება უკრაინის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივაზე, მაგრამ ის, რაც რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან დღემდე მოისმინა, ზოგადად, დამაიმედებელია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ამავე დროს, ჩვენი ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფა გარანტირებული უნდა იყოს. შორსმიმავალი დასკვნების გამოტანა ნაადრევია, მაგრამ ის, რაც აქამდე მოვისმინეთ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირებისგან, ზოგადად, დამაიმედებელია. თეთრი სახლის მეპატრონემ აღიარა, რომ კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნატო-ს გაფართოება და მასში უკრაინის ჩაბმის მცდელობა იყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო თანამედროვე სამყაროს მრავალპოლარულობაზე და ყველა სახელმწიფოს - როგორც დიდი, ასევე პატარა სახელმწიფოების ინტერესების პატივისცემის აუცილებლობაზე საუბრობს. გაეროში ამერიკელმა დიპლომატებმა, ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად, რუსეთთან და ჩვენს თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად მხარი არ დაუჭირეს გენერალური ასამბლეის ოდიოზურ რეზოლუციას, რომელიც კიევმა და მისმა ევროკავშირელმა მფარველებმა წარადგინეს“, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია.

„ჩვენ ვაფასებთ მათ, მაგრამ ვიმეორებ: ამის საფუძველზე რაიმე ღრმა დასკვნების გაკეთება ნაადრევია“, - დასძინა ლავროვმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო