ფიზიკური პირებისთვის რეფინანსირების შემთხვევაში წინსწრების საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა 2%-დან 0.5%-მდე მცირდება

კონკურენტული გარემოს გაძლიერებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების მიზნით, „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში“ ცვლილებები შედის. მათი დაცვა ფინანსურ ორგანიზაციებს მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ცვლილებების მიხედვით, ფიზიკური პირებისა და ორ მილიონ ლარამდე მოცულობის ჯამური ვალდებულებების მქონე იურიდიული პირებისთვის სესხის/კრედიტის სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან სრული ან ნაწილობრივი რეფინანსირების შემთხვევაში წინსწრების საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა ნაცვლად დღეს არსებული 2%-ისა 0.5%-მდე მცირდება.

ცვლილებების შედეგად შემცირდება ვალდებულების ერთი ფინანსური ორგანიზაციიდან მეორეში გადატანის ხარჯი, რაც ხელს შეუწყობს ფინანსურ ორგანიზაციებს შორის კონკურენციის გაძლიერებასა და მომხმარებლებისთვის მეტად ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას.

მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით, პირველად, დოკუმენტალურ ოპერაციებზე (აკრედიტივი, დოკუმენტალური ინკასო, საბანკო გარანტია, აქცეპტები და სხვა), წინსწრებით დაფარვის საკომისიოს ზედა ზღვარი 2%-ის ოდენობით განისაზღვრა. ვინაიდან ეს საკითხი დოკუმენტალურ ოპერაციებთან მიმართებით დღემდე რეგულირებული არ იყო და პრაქტიკაში უფრო მაღალი საკომისიოების დაწესების შემთხვევებიც გვხვდებოდა, სებ-მა მიზანშეწონილად ჩათვალა მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში შესაბამისი ცვლილებები შესულიყო.

შეგახსენებთ, რომ საფინანსო სექტორის მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა, ასევე, საფინანსო სექტორში კონკურენციის ხელშეწყობა საქართველოს ეროვნული ბანკის მნიშვნელოვანი ამოცანებია. ზემოხსენებული ცვლილებები კონკურენტული გარემოს გააძლიერებს, რაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს.

ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას კონკურენციის ხელშეწყობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად შესაბამისი მექანიზმების გაძლიერების მიმართულებით.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი