„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, თელავისა და გუთნის ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების ქსელზე ავარიული დაზიანების აღსადგენად ტექნიკურ სამუშაოებს ატარებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, მილის დაზიანებულ მონაკვეთზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დღეს, 21:00 საათზე დასრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 10 მარტის 13:45 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:

„ისნის რაიონში - ღვინის აღმართს, ევროპის მოედანს, 300 არაგველის, მეტეხის, ისნის, ფერისცვალების, ჩეხოვის, სოლომონ ბრძენის, ჯორბენაძის, ურბნისის, ქეთევან დედოფლის, დუტუ მეგრელის, მუკუზანის, გუთნის, ბოჭორმის, იალბუზის, არგვეთის, ბოდბის, ლუსინიანის, კაჩინსკის, უჯარმის, პატარძეულის, კაკულიას, თელავის, ფოსტის, ზურაბიშვილის, ახმეტელის, წინანდლის, კოშკოვანის, ცუცხვათის, სპანდარიანის, აწყურის, ზინდისის, მამისაშვილის, ნავთლუღის, ჭრელაშვილის, აბუსელიძე ტბელის, სახალხოს, ციხისძირის, გუდარეხის, მეველის, დიდგორის, წულაძის, ნადარეიშვილს, ლობჟანიძის, შირაქის, საექიმოს, ჰოლბრუკის, დოდაშვილის, წურწუმიას, ნიორაძის, შორაპანის, სოფრომაძის, სამგორის, საინგილოს და მიმდებარე ქუჩებს და მოსკოვის გამზირის ნაწილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კომპანიის ცნობით, წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება