„ჯიპიაი ჰოლდინგის“ კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის - „სატრანსპორტო ინდუსტრიის მომავალი: ახალი შესაძლებლობები და რეგულაციები გადამზიდავებისთვის“

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და საქართველოს სახმელეთო გადაზიდვების ასოციაციამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და საქართველოს სახმელეთო გადაზიდვების ასოციაციამ ბათუმში კონფერენცია გამართეს, რომლის სახელწოდება იყო „სატრანსპორტო ინდუსტრიის მომავალი: ახალი შესაძლებლობები და რეგულაციები გადამზიდავებისთვის“. კონფერენციას გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ და სპიკერებთან ერთად დისკუსიის ფორმატში ისაუბრეს სექტორში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

კონფერენციის მთავარი თემა სატრანსპორტო ინდუსტრიის სიახლეები, რეგულაციები და საკანონმდებლო ცვლილებები იყო. სპიკერებმა ვრცლად ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშე დგას ინდუსტრია. განხილული იყო ამ პრობლემების გადაჭრის გზები და ახალი შესაძლებლობები გადამზიდავებისთვის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი, კი იყო დაზღვევა, როგორც აუცილებელი ინსტრუმენტი, რომელიც კომპანიებს ხელს უწყობს ფინანსური რისკების შემცირებაში.

კონსტანტინე მანჯგალაძე , ჯიპიაი ჰოლდინგის ბაზარზე განვითარების დირექტორის მოადგილე : ჩვენთვის საქართველოს გადამზიდავთა ასოციაციის წევრებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა გვესაუბრა გადამზიდავებთან - გაგვეცნო მათთვის ჩვენი კომპანია და პროდუქტები. ამ მემორანდუმის საშუალებით ასოციაციის წევრ გადამზიდავებს ვთავაზობთ დაზღვევას უნიკალური პირობებით და კიდევ უამრავ ბენეფიტს ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად.

ერთადერთი მექანიზმი , რომელიც სატრანსპორტო კომპანიებს ფინანსურ ზარალს ააცილებს, დაზღვევაა.მთავარი საკითხი რაზეც ვისაუბრეთ იყო გადამზიდავთა პასუხისმგებლობის დაზღვევის მნიშვნელობა,რადგან დღეს ეს პრობლემა ყველაზე მეტად აფერხებს სექტორს. იმისთვის, რომ ტვრთი სრულად დაზღვეული იყოს უშუალოდ ტვირთის და კონტეინერის დაზღვევასთან ერთად, აუცილებელია დაზღვეული იყოს იმ გადამზიდავის პასუხისმგებლობაც, რომელსაც ის გადააქვს. ეს დაზღვევა ეხმარება გადამზიდავებს კლიენტების მოძიებაშიც, რადგან დიდი კომპანიებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, საქმე დაიჭიროს ისეთ გადამზიდავთან, რომელიც ზრუნავს საოპერაციო რისკებზე და ლოგისტიკას უპრობლემოდ მიხედავს და შესაბამისად, ითხოვენ სრულყოფილ ფინანსურ გარანტიებს. ჩვენ მზად ვართ მოვემსახუროთ ასოციაციის წევრ გადამზიდავებს და დაზღვევის საუკეთესო პირობები შევთავაზოთ. „

ირაკლი ნემსაძე, საქართველოს სახმელეთო გადაზიდვების ასოციაციის პრეზიდენტი: გადამზიდავებისთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო შეხვედრა შედგა. მსგავსი ღონისძიებებით გვინდა გავზარდოთ დაზღვევის კულტურა გადამზიდ კომპანიებში, იმისთვის რომ უმრავლესობა, როგორც მინიმუმ გადამზიდავის პასუხისმგებლობის დაზღვევას ფლობდეს. შესაბამისად სთავაზობდეს თავის დამკვეთს რისკებისაგან დაცულ სერვისს, აქედან გამომდინარე კი მიიღოს მაღალფასიანი დაკვეთები და გაიუმჯობესოს საკუთარი ფინანსური მდგომარეობა. შეხვედრაზე არაერთ მათთვის საინტერესო საკითხს შევეხეთ. ვისაუბრეთ გადაზიდვების სფეროში არსებულ ახალ რეგულაციებზე და იმ გამოწვევებზე, რაც გადამზიდავების წინაშე ყოველდღიურად დგას.“

ღონისძიების დასასრულს „ჯიპიაი ჰოლდინგსა“ და საქართველოს გადამზიდავთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის პირობები საშუალებას მისცემს ასოციაციის წევრ გადამზიდავ კომპანიებს, ისარგებლონ დაზღვევის საუკეთესო პირობებით და სხვა ბენეფიტებით, რომლებიც „ჯიპიაი ჰოლდინგის“ პარტნიორი კომპანიები სთავაზობენ ასოციაციის წევრ გადამზიდავებს .

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მსგავსი კონფერენცია უკვე მესამედ გამართა. კომპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას მხარი დაუჭიროს საქართველოს გადაზიდვების სექტორს და უზრუნველყოს მისი მდგრადი განვითარება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება