ანდრო ჭიჭინაძე - გამოკითხული პოლიციელების ოქმები საქმის მასალებად არ უნდა იყოს დაშვებული, რადგან არცერთი ბრალდებული მათში ნახსენები არ ვართ

გამოკითხული პოლიციელების ოქმები, როგორც საქმის მასალები, არ უნდა იყოს დაშვებული, რადგან აქ მყოფი არცერთი ბრალდებული ამ გამოკითხვებში ნახსენები არ ვართ , - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

აღნიშნული განცხადება ბრალდებულმა, მაშინ გააკეთა, როდესაც მისმა ადვოკატმა სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით შუამდგომლობა დააყენა.

მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ, ბრალდებულ ანდრო ჭიჭინაძეს ჰკითხა, ეთანხმებოდა თუ არა ადვოკატის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას, რომელზეც ბრალდებულის მხრიდან დადებითი პასუხი მიიღო.

"გამოკითხული პოლიციელების ოქმები, როგორც საქმის მასალები, არ უნდა იყოს დაშვებული, რადგან აქ მყოფი არცერთი ბრალდებული ამ გამოკითხვებში ნახსენები არ ვართ. აქციაზე, როგორც პოლიციელები, ისე აქციის მონაწილეებიც დაშავდნენ და ამ ლოგიკით, შესაძლოა, ვინმემ დაგვაბრალოს, რომ ჩვენ აქციის მონაწილეებზე ვიძალადეთ", - განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო