ლარს ლოკე - დანია საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნისთვის მზად არის

დანია, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნისთვის მზად არის, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა ადგილობრივ მედიას განუცხადა.

დანიური მედიის ცნობით, ქვეყნის საგარეო და თავდაცვის მინისტრები, ლარს ლოკე რასმუსენი და ტროელს ლუნდ პოულსენი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ და საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის შესახებ მხარდაჭერა მიიღეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ევროპამ სწორი სიგნალები გავუგზავნოთ როგორც პუტინს, ისე ვაშინგტონს. სწორედ ეს არის ის, რასაც დღეს ვაკეთებთ და ვაცხადებთ: „თუ ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად იქ ევროპელების ყოფნაა საჭირო, მაშინ პრინციპში დანია ამისთვის მზად არის“, - განაცხადა ლარს ლოკე რასმუსენმა.

ამასთან, დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პოულსენმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით კონკრეტული გეგმები არ არსებობს.

„კონკრეტული ვალდებულებების აღების შესახებ გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, იმაზე თუ როგორ განვითარდება მოვლენები“, - აღნიშნა დანიის თავდაცვის მინისტრმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი