მარკო რუბიო - ვიმედოვნებ, რომ უკრაინისთვის დახმარების პაუზის საკითხის მოგვარება შეგვიძლია

ვიმედოვნებ, რომ უკრაინისთვის დახმარების მიწოდების პაუზის საკითხს მოვაგვარებთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხვალ, საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის დაგეგმილი შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვფიქრობ, დახმარების პაუზის საკითხი არის ის, რისი მოგვარებაც, ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შეგვიძლია. ცხადია ის, რაც ხვალ მოხდება, ამისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

მარკო რუბიო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ხვალ ჯიდაში გასამართ შეხვედრაზე უკრაინული მხარე რუსეთთან ცეცხლის ჰაერსა და ზღვაში შეწყვეტის წინადადებას წამოაყენებს.

„არ ვამბობ, რომ საკმარისი მხოლოდ ეს არის, მაგრამ ეს არის ისეთი სახის დათმობა, რომლის ნახვაც კონფლიქტის დასასრულებლად აუცილებელია“, - აღნიშნა რუბიომ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი