Sky News - ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობტანკერისა და სატვირთო გემის შეჯახების შემდეგ მაშველებმა ნაპირზე 37 მეზღვაური გამოიყვანეს

ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობტანკერისა და სატვირთო გემის შეჯახების შემდეგ მაშველებმა ნაპირზე 37 მეზღვაური გამოიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

Sky News-ის ცნობით, სულ, ორივე ხომალდზე 37 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 36 უსაფრთხოდ არის, ხოლო ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ ტანკერს საავიაციო საწვავი გადაჰქონდა, რომელიც შეჯახებით გამოწვეული აფეთქების შედეგად ზღვაში ჩაიღვარა.

შეგახსენებთ, დღეს, ჩრდილოეთის ზღვაში, ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან ერთმანეთს ნავთობტანკერი Stena Immaculate-ი და სატვირთო გემი Solong-ი შეეჯახა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი