დათო დოიაშვილი - პარლამენტთან გათენებას ვაპირებთ

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად საკანონმდებლო ორგანოსთან ღამის გათენებას აპირებენ.

კერძოდ, პარლამენტთან ღამის გათენებას აპირებენ: მსახიობები, რეჟისორები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

მათ საკანონმდებლო ორგანოს კიბეებთან გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით: “ტირანიის წინააღმდეგ”.

“ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თქმით, პროტესტში ყველამ სხვადასხვა ფორმით უნდა მიიღოს მონაწილეობა.

“მხოლოდ და მხოლოდ გათენებას ვაპირებთ. პარლამენტთან დარჩენა გადავწყვიტე იმიტომ, რომ ანდრო ჭიჭინაძის პროცესი, რომელიც უკვე სამი თვეა მიმდინარეობს, ყველანაირი არგუმენტების გარეშე და დღესაც გადაიდო, ამიტომ ვზივარ აქ და გავათენებ. მგონია, რომ ყველამ რაღაცნაირად უნდა მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში”, - დათო დოიაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება