კირ სტარმერი დონალდ ტრამპს ესაუბრა

უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრის წინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებებს პოზიტიური შედეგი ექნება, რაც აშშ-ს დახმარებისა და დაზვერვის გაზიარების განახლების საშუალებას მისცემს“, - განაცხადა კირ სტარმერის პრესსპიკერმა.

ამასთან, მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპმს განუცხადა, რომ „გასულ შაბათ-კვირას ბრიტანელი ოფიციალური პირები უკრაინელ ოფიციალურ პირებს ესაუბრნენ და ისინი ხანგრძლივი მშვიდობის ერთგულები რჩებიან“.

შეგახსენებთ, ხვალ საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში აშშ-სა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინის დელეგაციას პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პაველ პალისა წარმოადგენენ. აშშ-ის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს. ასევე, მოსალოდნელია, რომ მას უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი შეუერთდებიან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი