ირაკლი კვინიკაძე - სტუდენტების გვერდით ვართ

სტუდენტების გვერდით ვართ, - ამის შესახებ მსახიობმა ირაკლი კვინიკაძემ “ინტერპრესნიუსს” პარლამენტთან განუცხადა.

მისი თქმით, მაშინ, როცა სტუდენტები ვერ ახერხებენ, საკუთარი პროტესტი უნივერსიტეტის ფოიეში გამოხატონ, ისინი ამას გარეთ გააკეთებენ და, როგორც ამ სფეროს წარმომადგენლები, მსახიობებიც მათ გვერდით აპირებენ ყოფნას.

“ყველაფერ იმის ფონზე, რაც დღეს ხდება ჩვენს თავს, უკანონო პატიმრებიდან დაწყებული, გაყალბებული არჩევნებით გაგრძელებული და სტუდენტების ბოლო ვითარება, რაც ხდება - დაჯარიმება, შენობიდან გამოყრა და დღეს მუქარა, განცხადების გაკეთება, რომ მათ შეუჩერდებათ სტუდენტის სტატუსი - ამ ყველაფრის ფონზე, გადავწყვიტეთ და, რეალურად, სტუდენტებს ვუდგავართ გვერდში, სტუდენტებმა გადაწყვიტეს, რომ თუ ისინი ვერ ახერხებენ პროტესტი გამოხატონ უნივერსიტეტის ფოიეში, ისინი ამ პროტესტს გარეთ გააგრძელებენ და ჩვენც, ამ სფეროს წარმომადგენლები, არაფრით არ შეიძლება, რომ გვერდში არ დავუდგეთ”, - განაცხადა კვინიკაძემ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო