ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთის პრინცს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში ტახტის მემკვიდრე პრინცს და პრემიერ-მინისტრ მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდს შეხვდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შეხვედრა უკრაინაში ომის მშვიდობიან მოგვარებას მიეძღვნა. უკრაინის პრეზიდენტმა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცთან ტყვეებისა და ბავშვების დაბრუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შეიძლება გახდეს ერთ-ერთი მთავარი ქმედება სამშვიდობო ინიციატივებისადმი ნდობის გასაძლიერებლად. ლიდერებმა ასევე დეტალურად განიხილეს უსაფრთხოების მომავალი გარანტიების ფორმატები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკურ თანამშრომლობას. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა საუდის არაბეთის ინტერესი უკრაინაში ინვესტიციების და უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხით.

„ვაფასებთ საუდის არაბეთის მზადყოფნას, განავითაროს ეკონომიკური თანამშრომლობა და ინვესტირება განახორციელოს უკრაინაში. განვიხილეთ ძირითადი საინვესტიციო სექტორები, დაწყებული უსაფრთხოებით, ენერგეტიკით და ინფრასტრუქტურით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინის დელეგაცია რჩება ჯიდაში, რათა ამერიკის გუნდთან იმუშაოს.

"ჩვენ პრაქტიკული შედეგის იმედი გვაქვს. უკრაინის პოზიცია შეხვედრაზე იქნება აბსოლუტურად კონსტრუქციული", - დასძინა ზელენსკიმ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში