რუსული მხარის ინფორმაციით, მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით შეტევას მსხვერპლი მოჰყვა

მოსკოვის ოლქის ქალაქ დომოდედოვოზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად კომპანია „მირატორგის“ თანამშრომელი დაიღუპა, - ინფორმაციას რუსული მედია ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დომოდედოვოს „მირატორგის“ სადისტრიბუციო ცენტრის ტერიტორიაზე ობიექტები დაზიანდა. შემთხვევის შედეგად, სამწუხაროდ, კომპანიის ერთი თანამშრომელი დაიღუპა და ორი დაშავდა. დაშავებულები გადაიყვანეს ვიდნოესა და დომოდედოვოს სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. გარდა ამისა, დაზიანდა 20 ავტომობილი.

მანამდე, მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ დღეს დილით მოსკოვის ოლქსა და დედაქალაქ მოსკოვზე დრონებით მასიური შეტევა განხორციელდა. მისი თქმით, დრონის ნამსხვრევები რამენსკოეში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, სადაც მინიმუმ შვიდი ბინა დაზიანდა. ამასთან, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დედაქალაქზე შეტევების რამდენიმე ტალღის განხორციელება სცადეს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით 337 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, მათ შორის 91 - მოსკოვის ოლქში.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა