BBC - ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე დააკავეს

ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ფილიპინების პრეზიდენტის, ფერდინანდ მარკოს უმცროსის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, პოლიციამ ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე მანილას აეროპორტში დააკავა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ გაცემული დაკავების ორდერი დუტერტეს „ნარკოტიკებთან ომის“ პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული სასამართლოგარეშე მკვლელობებისთვის კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს.

79 წლის როდრიგო დუტერტე ფილიპინების პრეზიდენტის თანამდებობას 2016-2022 წლებში იკავებდა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა