უკრაინის დელეგაცია აშშ-ის წარმომადგენლებთან შესახვედრად საუდის არაბეთში ჩავიდა

უკრაინის დელეგაცია საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში ჩავიდა, სადაც დღეს აშშ-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავს, - ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა „ტელეგრამზე“ დაწერა.

„გუნდი ადგილზეა. ჩვენ ვემზადებით სამუშაოდ. უკრაინის ინტერესების დაცვით, ომის დასრულების მკაფიო ხედვით, ჩვენ ეფექტურად ვიმუშავებთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან", - აღნიშნა ერმაკმა.

გამოცემა The Economist-ის ცნობით, მოლაპარაკებებში ორივე მხარის გავლენიანი წარმომადგენლები მონაწილეობენ. აშშ-ის დელეგაციას უხელმძღვანელებენ სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი, დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, სტივ უიტკოფი.

უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებს უხელმძღვანელებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და სამხედრო თანაშემწე პავლო პალისა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი