გიორგი ჩიკვაიძე - აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მიზეზი ისაა, რომ 48 საათში გამოვავლინე 114 გაურკვეველი პირი - დღეს 11 მანქანა მოგვაცილებდა სასამართლომდე, ერთმა ისიც იკადრა და გვითხრა, 1 საათში ხომ ჩვენს ხელში ხარო?!

ამ ხალხს გამოაქვს საკუთარი თავის განაჩენი, ეს ჩემი განაჩენი არაა, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, გიორგი ჩიკვაიძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობას განიხილავენ.

როგორც მან აღნიშნა, მის მიმართ წარდგენილი ბრალი არის სრული აბსურდი.

„აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მთავარი მიზეზი არის ის, რომ 48 საათში გამოვავლინე და მთელ საქართველოს ვაჩვენეთ 114 იდენტიფიცირებული გაურკვეველი პიროვნება, რომლებიც ხან საბურავებს გვიშვებდნენ, ხან დაგვდევდნენ, ხან სახლში გვივარდებოდნენ, ეს ხომ რეჟიმის სრული სიგიჟეა?! დღეს 11 მანქანა რომ მოგვაცილებდა საგურამოდან სასამართლომდე, ერთ-ერთმა მათგანმა ისიც იკადრა, სასამართლოს შემოსახვევში მანქანის შუშა ჩასწია და გვითხრა, 1 საათში ხომ ჩვენს ხელში ხარო?! ეს არის რეჟიმის სახე, მდგომარეობა. ძალიან მხნედ ვართ, მეტიც, მეამაყება დღეს ამ მდგომარეობაში ყოფნა. ამ ხალხს გამოაქვს თავისი თავის განაჩენი, ეს ჩემი განაჩენი არაა.

წინასწარი ინფორმაცია რაც გვაქვს, შუამდგომლობაში წერია, რომ რამდენიმე სხდომა გავაცდინე, ეს კიდევ ერთი ნონსენსია. რამდენადაც ვიცი, ბრალდებულს აქვს უფლება საერთოდ არ დაესწროს თავის სხდომებს, თუ ეს აუცილებელი არაა და მას მისი ადვოკატები ესწრებოდნენ. მეტი მიზეზი რა აქვთ? გაქცევა ჩვენ არ გვიცდია. რაც შეეხება ბრალს, არის სრული აბსურდი“, - განაცხადა გიორგი ჩიკვაიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულებისთვის შეფარდებული 50 000-50 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობას განიხილავენ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო