GCCA-ს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს GCCA-ის თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა.

მათივე ცნობით, მემორანდუმის გაფორმების მიზანია - მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი ღონისძიებების და პროექტების განხორციელება. სხვადასხვა საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების ორგანიზების გზით, საჯარო სკოლებში - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება.

„მემორანდუმის მიზანია საჯარო სკოლების უფროსკლასელებში კონკურენციის და მომხმარებლების უფლებების თემაზე ცნობიერების ამაღლება, ინფორმირება იმის შესახებ თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონკურენცია ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში და რამდენად აუცილებელია ვიცოდეთ საკუთარი უფლებები/გარანტიები როგორც მომხმარებლებმა. განათლება ჩვენი უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რაც, ვფიქრობ, შეუწყობს ხელს მოსწავლეების სამომხმარებლო პასუხისმგებლობებისა და ძირითადი ეკონომიკური უნარების განვითარებას.

მიმდინარე და გასულ წელს, 10-მდე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები უკვე შედგა. 2025 წელს, საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები ჩანიშნულია 50-ზე მეტ საჯარო სკოლაში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება მოწყვლად ჯგუფებზე, როგორიცაა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. მადლობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობისთვის და პროექტის მხარდაჭერისთვის’’, - განაცხადა მემორანდუმის ხელმოწერისას, ირაკლი ლექვინაძემ.

თამარ მახარაშვილის თქმით, მომხმარებელთა უფლებების დაცვა არის თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოზარდებმა, როგორც საზოგადოების აქტიურმა წევრებმა, ადრეული ასაკიდანვე უნდა იცოდნენ თავიანთი უფლებები, შესაძლებლობები და პასუხისმგებლობები.

„შესაბამისად, სამინისტრო მოსწავლეებს, დაწყებითი საფეხურიდანვე, აძლევს შესაძლებლობას ამ მიმართულებით აიმაღლონ ცნობიერება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, რომელიც საქართველოში წელს უკვე მესამედ იმართება. ღონისძიების მიზანია საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო