ბიზნესმენი ირაკლი პაპიაშვილი - ბრალი ყოველგვარ აზრს არის მოკლებული და არ ვაღიარებთ - დაგვავალეს უკანონობის შესრულება, რაც არ შევასრულეთ და ამის გამო დაიწყო ტერორი

ბრალი, რა თქმა უნდა, ყოველგვარ აზრს არის მოკლებული და არ ვაღიარებთ - ჩვენს წინააღმდეგ დევნას ვუკავშირებ იმას, რომ უნდოდათ, უფრო მძიმე მუხლი მოესაჯათ, ამის გამო რაღაცები მიკერ-მოკერეს და ჯგუფური დანაშაული გამოიყვანეს, - ამის შესახებ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულმა ბიზნესმენმა ირაკლი პაპიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მათ დაავალეს უკანონობის შესრულება, რაც არ შეასრულეს და „ამის გამო დაიწყო ტერორი“.

„ბრალი, რა თქმა უნდა, ყოველგვარ აზრს არის მოკლებული და არ ვაღიარებთ. ჩვენს წინააღმდეგ დევნას ვუკავშირებ იმას, რომ უნდოდათ, უფრო მძიმე მუხლი მოესაჯათ, ამის გამო რაღაცები მიკერ-მოკერეს და ჯგუფური დანაშაული გამოიყვანეს. საფუძველზე ბევრი გვისაუბრია, რატომ გავხდით ამ რეჟიმის მტრები - დაგვავალეს უკანონობის შესრულება, რაც არ შევასრულეთ. ეს იყო რუსი ოლიგარქებისთვის სანქცირებაში თავის არიდება, ასევე სხვადასხვა საკითხი, რომელზეც აქამდეც გვისაუბრია - ეს არ შევასრულეთ და ამის გამო დაიწყო ტერორი“, - განაცხადა პაპიაშვილმა.

პაპიაშვილმა ასევე ისაუბრა დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც მისთვის და გიორგი ჩიკვაიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-50 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობას განიხილავენ.

მისი თქმით, ბრალდებულების მხრიდან არც ერთი პირობა არ დარღვეულა, თუმცა ფიქრობს, რომ ამის მიზეზი მათი მხრიდან სასამართლო პროცესებზე დაუსწრებლობა იქნება.

„ჩვენი მხრიდან არც ერთი პირობა არ დარღვეულა. ჩვენი ყოფნა საჭირო არცერთ პროცესზე არ არის. როდესაც აუცილებლად ვთვლიდით, რომ სასამართლო პროცესს უნდა დავსწრებოდით, მაშინ ვესწრებოდით - თუ არ ვესწრებოდით, ამ შემთხვევაში სასამართლოს ვატყობინებდით, რომ „ჩვენ დღეს არ მოვდივართ“ და იქიდან ყოველთვის თანხმობა იყო. ჩვენი წარმოდგენით ეს იქნება მიზეზი, რომ სასამართლო პროცესებს არ ვესწრებოდით“, - განაცხადა ირაკლი პაპიაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულებისთვის შეფარდებული 50 000-50 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობას განიხილავენ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო