პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“ - თქვენი პროპაგანდა თოვლში ჩაფლულ მანქანას ჰგავს - რაც უფრო აწვებით, მით უფრო ეფლობით, იცოდეთ, ეს ძალიან მალე დასრულდება!

მტრის ხატი იმიტომ გჭირდებათ, რომ ხალხმა არ ისაუბროს თქვენს მარცხზე, კორუფციაზე, იზოლაციაზე და ღალატზე! თქვენი პროპაგანდა თოვლში ჩაფლულ მანქანას ჰგავს - რაც უფრო აწვებით, მით უფრო ეფლობით, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მალე დასრულდება“.

„მტერი, მტერი, მტერი - გაცვდა, აღარ მუშაობს, არავის სჯერა! როცა ხალხს სიცივე, შიმშილი და სიღარიბე აწუხებს, ზღაპრებით ვერ დააპურებთ.

მოდით, მარტივი კითხვა დავსვათ: თუ ბალტიის ქვეყნები მონები არიან, რატომ ცხოვრობენ ჩვენზე უკეთ და უფრო უსაფრთხოდ?

იქ ადამიანები ჩვენზე 4-6-ჯერ მეტ პენსიას, ხელფასს და უკეთეს სერვისებს იღებენ.

მაშინ ვინ გამოდის ნამდვილი მონა - ის, ვისაც არჩევანი აქვს, თუ ის, ვინც თქვენს პროპაგანდაშია ჩარჩენილი?

თქვენ ეს პროპაგანდა მხოლოდ იმიტომ გჭირდებათ, რომ ხალხმა მთავარი კითხვები არ დასვას:

  • რატომ ღარიბდება ქვეყანა და მდიდრდება მხოლოდ ბიძინა და მისი მსახურები?
  • რატომ გაიქცა ქვეყნიდან მილიონზე მეტი ქართველი?
  • რატომ არ ჰყოფნის პენსიონერს ფული წამლისთვის და პურისთვის?
  • ვის ატყუებთ? როგორ შეუძლია ბიძინას მონას ვინმეს მოუტანოს თავისუფლება, მშვიდობა და კეთილდღეობა?

აი, ამიტომ გჭირდებათ მტრის ხატი, რომ ხალხმა არ ისაუბროს თქვენს მარცხზე, კორუფციაზე, იზოლაციაზე და ღალატზე!

თქვენი პროპაგანდა თოვლში ჩაფლულ მანქანას ჰგავს - რაც უფრო აწვებით, მით უფრო ეფლობით. იცოდეთ, ეს ძალიან მალე დასრულდება!“ - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის