სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მომხმარებელთა უფლებების შესახებ ახალ ტრენინგ კურსზე რეგისტრაცია გამოცხადდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ახალ სასწავლო კურსზე „მომხმარებელთა უფლებები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში“ რეგისტრაციას აცხადებს. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კურსის ავტორები არიან მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე პროფესიონალები.

„კურსი განკუთვნილია: ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისთვის, სახალხო დამცველის აპარატის, რეგულირებად საწარმოებში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, იურისტებისთვის, სტუდენტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის, რომელთა პროფესიული ინტერესები მოიცავს მომხმარებელთა უფლებების დაცვას ენერგეტიკის და წყალმომარაგების სექტორებში.

სასწავლო კურსის მიზანია: ცოდნის გაზიარება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების შესახებ მარეგულირებელი ნორმების, პრაქტიკისა და ტენდენციების შესახებ. კურსი ხელს შეუწყობს მონაწილეებს, გაიღრმაონ ცოდნა მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მექანიზმების, მიწოდებისა და მოხმარების წესების, მომსახურების ხარისხის რეგულირების, ენერგეტიკული გაერთიანებებისა და ევროპული რეკომენდაციების შესახებ. ტრენინგ-კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციის გადადით ბმულზე: https://bit.ly/43y8mpV www.entc.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება