თენგიზ შარმანაშვილი - ისე არ უნდა გავიგოთ, რომ Deep State-ის წარმომადგენლები „რესპუბლიკურ პარტიაში“ არ არიან და მათ კონგრესში წარმომადგენლები არ ჰყავთ - რა თქმა უნდა, ჰყავთ და მათი გვარები ცნობილია

ისე არ უნდა გავიგოთ, რომ Deep State-ის წარმომადგენლები „რესპუბლიკურ პარტიაში“ არ არიან და მათ კონგრესში წარმომადგენლები არ ჰყავთ - რა თქმა უნდა, ჰყავთ და მათი გვარები ცნობილია! - ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში MEGOBARI Act-ის წარდგენის თაობაზე დასმულ კითხვას.

შარმანაშვილმა სენატორ ჯინ შაჰინს “Deep State-ის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი“ უწოდა.

„კონგრესში დონალდ ტრამპის ბოლო გამოსვლა რომ იყო, იცით, რა გამოხმაურება პოვა. სამწუხაროდ, დონალდ ტრამპის მხრიდან Deep State-თან ბრძოლა სწორედ ამიტომ არის რთული. ჩვენ ამას გულდასმით ვადევნებთ თვალს. ეს უდიდესი და ურთულესი ბრძოლაა. ტრამპი ძალიან რთულ ბრძოლას ეწევა და იმედს გამოვთქვამთ, რომ ის ამ ბრძოლის გაგრძელებას და დასრულებას წარმატებით შეძლებს. არავის გვაქვს ილუზია, რომ ეს ერთ-ორ დღეში იქნება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან თენგიზ შარმანაშვილმა.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ინფორმაციით, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა გასულ კვირას, „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“, MEGOBARI Act-ი წარადგინეს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა