ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი - რუსეთთან ერთადერთი ეფექტური დიპლომატია შეიძლება იყო ის, რაც ალ-კაპონემ თქვა: ერთადერთი კარგი მოლაპარაკება არის, როცა იარაღი მაგიდაზე გაქვს

რუსეთთან ერთადერთი ეფექტური დიპლომატია შეიძლება იყო ის, რაც ალ-კაპონემ თქვა: ერთადერთი კარგი მოლაპარაკება არის, როცა იარაღი მაგიდაზე გაქვს. ალბათ, სწორედ ასეთი დიპლომატია იმუშავებს რუსეთთან, - ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, დოვილე შაკალიენემ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ნდობა, დოვილე შაკალიენემ უპასუხა: „მეხუმრებით? მას შემდეგ, რაც ჩემს ოჯახს გაუკეთეს და რუსეთს თაობების განმავლობაში ჩაუდენია, არა მგონია, იპოვოთ ლიეტუველია, რომელიც ვლადიმერ პუტინს ენდობა“.

მისი თქმით, რუსეთს, ისტორიულად, არასოდეს შეუსრულებია შეთანხმება.

„ჩვენი ერთადერთი იმედია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკაცრი მიდგომა შეიძლება გახდეს ერთადერთი გარანტი, რომელიც ვლადიმერ პუტინს გააკონტროლებს. ასე რომ, იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მოხდება“, - აღნიშნა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი