პროკურორი გიორგი ჩიკვაიძესა და ირაკლი პაპიაშვილზე - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისგან მიღებულია ინფორმაცია, რომ ბრალდებულები გეგმავდნენ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, რასთან დაკავშირებითაც გამოძიება გრძელდება

კონკრეტული მტკიცებულებების შინაარსზე ვერ ვისაუბრებ - წარდგენილი იყო შესაბამისი ინფორმაცია და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები. ეს გახლავთ ოპერატიული ინფორმაციის დამადასტურებელი ე.წ. პატაკი, ასევე მოწმეთა გამოკითხვის ოქმი, - აღნიშნულის შესახებ პროკურორმა გიორგი ჯავარაშვილმა ჟურნალისტებთან სასამართლო გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმადაც დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.

როგორც საქმის პროკურორმა აღნიშნა, საქმესთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მიმდინარეობს.

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიღებული იქნა ინფორმაცია, რომ ბრალდებულები გეგმავდნენ საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, რასთან დაკავშირებითაც დაიწყო გამოძიება და დღეის მდგომარეობითაც გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები. შესაბამისი მტკიცებულებების და ინფორმაციის წარდგენის მიუხედავად, სასამართლოს მიერ ბრალდების მხარის მიერ დადგენილი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მხოლოდ გიორგი ჩიკვაიძის მიმართ მოხდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, კერძოდ გირაო - პატიმრობით, პაპიაშვილის მიმართ არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა.

წარდგენილი იყო შესაბამისი ინფორმაცია და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები. ეს გახლავთ ოპერატიული ინფორმაციის დამადასტურებელი ე.წ. პატაკი, მოწმეთა გამოკითხვის ოქმი. კონკრეტული მტკიცებულებების შინაარსზე ვერ ვისაუბრებ. დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ამ მომენტისთვის, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმეზე გამოძიება გრძელდება, კვლავ არსებობს დანაშაულის ჩადენის საფრთხე, მტკიცებულებების შინაარსზე ვერ მოგახსენებთ“, - აღნიშნა გიორგი ჯავარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულ ირაკლი პაპიაშვილს, მისთვის შეფარდებული გირაო ძალაში დარჩა. მოსამართლის განმარტებით, პაპიაშვილის მიმართ სასამართლომ დასაბუთებული არგუმენტი ვერ მოისმინა, თუ რატომ უნდა შესცვლოდა მას გირაო პატიმრობით. რაც შეეხება ჩიკვაიძეს, იზა კელენჯერიძის თქმით, საფუძველი არსებობს გამოძიების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში, რომ შესაძლოა, მან მართლმსაჯულებას თავი აარიდოს. გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მან მოსამართლეს „მურუსიძის მონა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს მის დასასანქცირებლად“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება