გურამ მაჭარაშვილი - წლებია, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი ანტიქართულად არიან განწყობილი! რატომ? - „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები არიან ამერიკაში!

წლებია, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი ანტიქართულად არიან განწყობილი! რატომ? - „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები არიან ამერიკაში! - ასე ეხმაურება აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში Megobari act-ის წარდგენას დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.

მაჭარაშვილი იმასაც ამბობს, რომ „ეს ხალხი დონალდ ტრამპს, 70 მილიონ ამერიკელს და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება, რომელმაც ტრამპი და მისი პოლიტიკა აირჩია“.

„რა გასაკვირია, რომ ეს ხალხი საქართველოს წინააღმდეგ იყოს განწყობილი, მით უმეტეს, ბოლო სამი წელია, ისინი ხმალამოღებით იბრძვიან, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას. ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობა“ ის ხელისუფლება იქნება, ვინც მეორე ფრონტს დაიწყებს. მათ უსამართლო განცხადებებზე აღარ ვსაუბრობთ. სამწუხაროდ, მათ დამოკიდებულებაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ ეს ხალხი - რიშიც და შაჰინიც თავად ტრამპისა და ამერიკელი ხალხის უმეტესობის წინააღმდეგი არიან. გასაკვირი არ არის, რომ ისინი საქართველოს წინააღმდეგ იყვნენ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს