კახა კალაძე - „დიფ სთეითის“ მიზანია, ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურის წარმომადგენელი მოიყვანონ, რომ რასაც დაავალებენ, თავჩაღუნულმა გააკეთოს

გვინდა ტრამპს „დიფ სთეითის“ დამარცხებაში წარმატებები ვუსურვოთ, თუმცა, ჩვენ პირველ რიგში, გვაღელვებს ჩვენი ქვეყანა და ის, თუ როგორ წარიმართება ურთიერთობები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, ხელისუფლება აკვირდება პროცესებს, რომელიც „დიფ სთეითის“ დამარცხებისკენაა მიმართული, რადგან აღნიშნულ პრობლემას საქართველო პირდაპირ შეეჩეხა.

„ჩვენ დავიწყეთ „დიფ სთეითზე“ საუბარი იმიტომ, რომ საქართველოსთან მიმართებაში აღნიშნულ პრობლემას პირდაპირ შევეჩეხეთ. ეს არის სერიოზული გამოწვევა, როგორც ჩვენთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. აშშ-ის პრეზიდენტმა პირდაპირ დააანონსა ბრძოლა „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ. ჩვენ ამ პროცესებს ვაკვირდებით და გვინდა, დონალდ ტრამპს წარმატებები ვუსურვოთ. ჩვენ მას ვგულშემატკივრობთ, თუმცა, პირველ რიგში, გვაღელვებს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გვაღელვებს ის, თუ როგორ წარიმართება ურთიერთობები და შეძლებს თუ არა „დიფ სთეითის“ დამარცხებას. განცხადებას მაშინვე გავაკეთებთ, როცა დავინახავთ, რომ „დიფ სთეითი“ დამარცხდა. ეს ჩვენზეც გამოიხატება და ჩვენს თავზეც დავინახავთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, „დიფ სთეითის“ მიზანი არის ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურის წარმომადგენელი მოიყვანონ და საკუთარი ინტერესები გაატარონ.

„დიფ სთეითს“ ძალიან ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული საქართველოში. ხედავთ, წლების განმავლობაში აგენტურის შექმნაში რამხელა თანხები იხარჯებოდა. იმავე მეთოდებით იბრძოდნენ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც თავიანთი ინტერესების გატარების სურვილი ჰქონდათ. დღესაც, მიმდინარეობს ბრძოლა, რომ საქართველო ისევ საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ, რომ ხელისუფლება დაამხონ. კონკრეტული ძალები ამისთვის თანხებს არ იშურებენ. იხარჯება უამრავი ფული, რომ პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება მოხდეს, საზოგადოება კიდევ უფრო დაუპირისპირდეს ერთმანეთს. ამ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, რომ ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურის წარმომადგენელი მოიყვანონ, რომელსაც რასაც დაავალებენ, თავჩაღუნულმა გააკეთოს. აქ ქვეყნის ინტერესებზე საუბარი ზედმეტია. „ქართული ოცნება“ კი გახლავთ ერთადერთი ძალა, რომელიც იცავს საქართველოს ინტერესებს და ხვალინდელ დღეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს: საქართველოს მაგალითზე, მომავალში ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ის მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში Deep State-ის დამარცხება“. მამუკა მდინარაძის თქმით, „დღეს ჩვენ Deep State-ის რებრენდინგის მომსწრე ვართ.

„თუ აქამდე გლობალური ომის პარტია ძირითადად USAID-ის და NED-ის საშუალებით აფინანსებდა მათ კონტროლს მიღმა არსებული ეროვნული ხელისუფლებების ჩამოგდებას, ეს მისია კონკრეტული ქვეყნების მარიონეტულმა „მთავრობებმა“ აიღეს საკუთარ თავზე“.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის