სერგეი ლავროვი - ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხზე ვისაუბრეთ - ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გზები განიხილა.

„ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ იქნება შესაძლებელი უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება“, - განაცხადა ლავროვმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ამ მხრივ, რუსეთის პოზიცია ნათელია.

„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა მის მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის და იმ პრინციპებისთვის, რომელთა უგულებელყოფა არ შეიძლება, თუ გვინდა საიმედოდ გადავწყვიტოთ ეს კონფლიქტი, აღმოვფხვრათ მისი ძირითადი მიზეზები“, - დასძინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, რუსეთი მზად არის და გააგრძელებს უკრაინის საკითხი განხილვას შეერთებულ შტატებთან და ყველა იმ ქვეყანასთან, ვინც მზად არის ხელი შეუწყოს კონფლიქტის მოგვარებას.

„რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ და მზად ვართ ვიმსჯელოთ უკრაინის საკითხზე ყველასთან, ვინც გულწრფელად არის დაინტერესებული დახმარების გაწევით“, - განაცხადა ლავროვმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი