ზვიად ცეცხლაძის მამა - როგორც დე-ფაქტო ხელისუფლება მუშაობს იმაზე, როგორ ჩაახშოს ბრძოლა, ჩვენც ვმუშაობთ, როგორ გავაგრძელოთ წინააღმდეგობის მიუხედავად ბრძოლა

ჩვენი ბრძოლა არის ორ ფრონტზე: ციხიდან ბრძოლა დაპატიმრებული ბიჭების მიერ და ქუჩის პროტესტი, სადაც პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები აქტიურად ვართ ჩართულები - როგორც დე-ფაქტო ხელისუფლება მუშაობს იმაზე, როგორ ჩაახშოს პროტესტი, ჩვენც ვმუშაობთ, როგორ გავაგრძელოთ ბრძოლა, - ამის შესახებ აქციების დროს დაკავებული, ორგანიზაცია „დაფიონის“ დამფუძნებლის, ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ზურაბ ცეცხლაძის თქმით, მისი შვილისა და კიდევ 7 პირის ბრალდების საქმე მტკიცებულებების განხილვის ეტაპზეა. ცეცხლაძე დარწმუნებულია, რომ სასამართლო პროკურატურის ნებისმიერ მტკიცებულებას მიიღებს, დაცვის მხარის არგუმენტებს კი - არა.

„კლანი მართავს სასამართლოს და ამ კლანს მართავს ოლიგარქი. რა დავალებაც მოდის ოლიგარქიიდან, იმ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. მყარ, არამყარ, ცრუ თუ ნებისმიერი სახის მტკიცებულებას პროკურატურისგან მიიღებენ და გამოიყენებენ მტკიცებულებად. დაცვის მხარის არგუმენტებს კი არ მიღებენ. ხვალ გვაქვს სასამართლო პროცესი ზვიადის და 7 პირის. მტკიცებულებების ეტაპზე ვართ. გაცვლილი მტკიცებულებების შეფასება უნდა მოახდინოს სასამართლომ. დაცვის მხარემ ბევრ მტკიცებულებაზე ჩათვალა, რომ დაუშვებელია და დააყენა შუამდგომლობა მტკიცებულებების ამორიცხვის. თუ ეს დაკმაყოფილდა, საქმე უნდა შეწყვიტონ და გამოუშვან. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ყველა ყალბ მტკიცებულებას დაუშვებენ.

რაც შეეხება მოლოდინებს - ჩვენი ბრძოლა არის ორ ფრონტზე. ეს არის ციხიდან ბრძოლა დაპატიმრებული ბიჭების მიერ; მეორე ფრონტია ის, სადაც აქტიურად ვართ ჩართულები პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები. ეს ბრძოლა ქუჩის პროტესტია. საქართველოს ბედი ძირითადად ყოველთვის რუსთაველზე წყდებოდა. რუსთაველზე ხალხის რაოდენობა იქნება მასობრივი. გაზაფხული დადგა, აქციებს მასობრივი ხასიათი ექნება. ჩვენც ვამუშავებთ სხვადასხვა მეთოდს, როგორ გავაგრძელოთ ბრძოლა. როგორც დე-ფაქტო ხელისუფლება მუშაობს იმაზე, როგორ ჩაახშოს ბრძოლა, ჩვენც ვმუშაობთ, როგორ გავაგრძელოთ წინააღმდეგობის მიუხედავად ბრძოლა. ამ ქვეყანაში ცვლილებების დრო ნამდვილად არის. ამას თავიდან ვერავინ აიცილებს, დროის ფაქტორია, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელდება.

დარწმუნებული ვარ, ამ წელს ეს პრობლემები სრულად გადაწყდება და ყველა მივა იმ აზრამდე, თვითმარქვია ხელისუფლებაც კი, რომ აქედან ყველაზე კარგი გამოსავალი არჩევნებია. ამას მივაღწევთ ყველა მეთოდით, რაც დაგვჭირდება“,- განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო