სვეტლანა ტიხანოვსკაია - იქნებიან ჩვენი ქვეყნები თავისუფალი, თუ დავრჩებით გიგანტის ჩრდილში? შევთავაზოთ გიგანტს ყველაფერი იმ იმედით, რომ როცა მიიღებს, რაც სურს, წინ აღარ წავა? ვიცით ისტორია: იმპერიას განუსაზღვრელი მადა აქვს

მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს [ევროპარლამენტარს] არა მხოლოდ ბელარუსისა და უკრაინის, არამედ საქართველოს, მოლდოვისა და სომხეთის გვერდით დგომისთვის, - ამის შესახებ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიმ სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ქვეყნებისთვის დასავლეთის დახმარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

„მე ყოველთვის ვამბობ, რომ არასტანდარტულ დროს სჭირდება არასტანდარტული გადაწყვეტილებები. გასულ წელს ჩვენ ერთად გადავდგით ასეთი ნაბიჯი. ჩვენ ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს ბელარუსის დემოკრატიულ ძალებსა და ევროპარლამენტს შორის და ეს იყო ნათელი გზავნილი ჩემი ხალხისთვის, ბელარუსი ევროპაა.

საკუთარი ისტორიიდან თქვენ იცით სოლიდარობის ნამდვილი ღირებულება, როდესაც თქვენი სამშობლო ოკუპირებულია. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს არა მხოლოდ ბელარუსისა და უკრაინის, არამედ საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთის გვერდით დგომისთვის.

ჩვენ ყველა ვდგავართ გაურკვევლობის ერთ ზონაში და ვეკითხებით საკუთარ თავს, ვინ დადგება ჩვენთან ერთად ჩვენი თავისუფლებისთვის. იქნებიან ჩვენი ქვეყნები ოდესმე უსაფრთხო და თავისუფალი, თუ ჩვენ დავრჩებით გიგანტის ჩრდილში, ძალა, რომელიც არ გვცემს პატივს, არ აღიარებს ჩვენს სუვერენიტეტს და უარყოფს ჩვენს ადგილს, როგორც ევროპის თავისუფალ ერებს? ჩვენ ხომ არ უნდა გავწიროთ თავი, შევთავაზოთ გიგანტს ყველაფერი იმ იმედით, რომ ეს მას გააჩერებს, რომ ის მიიღებს იმას, რაც სურს და აღარ წავა წინ? მაგრამ ჩვენ ვიცით ისტორია: იმპერიას განუსაზღვრელი მადა აქვს“, - განაცხადა მან.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო