გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია ბავშვის უფლებებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რომელიც გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 35-ე წლისთავს ეძღვნება

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ორი დღეა მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია ბავშვის უფლებებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რომელიც ეძღვნება გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 35-ე წლისთავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენცია აერთიანებს 60-მდე ქვეყნის, 30-მდე საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის, 20-მდე მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტისა და კერძო კომპანიის 1200-მდე ბავშვსა და ზრდასრულს.

„ციფრული გარემოს, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა განვითარებამ ბავშვებისთვის შესაძლებლობების ფართო სპექტრი შექმნა განათლების, ჯანდაცვის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, თამაშის, დასვენებისა და სხვა მიმართულებით, მიუხედავად ამისა, ის მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის ბავშვის უფლებებს და ვრცელდება ისეთ საფრთხეებზე, როგორებიცაა: ძალადობა, შევიწროება, კიბერბულინგი, მავნე შინაარსი, ექსპლუატაცია, პერსონალური მონაცემების დაცვისა და კონფიდენციალურობის დარღვევა და სხვა.

კონფერენცია აერთიანებს 60-მდე ქვეყნის, 30-მდე საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის, 20-მდე მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტისა და კერძო კომპანიის 1200-მდე ბავშვსა და ზრდასრულს, რათა ერთად განიხილონ, ის შესაძლებლობები, რაც შეიძლება გააკეთოს სხვადასხვა დაინტერესებულმა მხარემ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან აღნიშნული გამოწვევების გასამკლავებლად და ბავშვების დასაცავად ხელოვნური ინტელექტისგან მომდინარე საფრთხეებისგან.

კონფერენციაზე გაიმართება სპეციალური დისკუსია საერთაშორისო დოკუმენტზე - ერთობლივი განცხადება ბავშვის უფლებებზე ხელოვნური ინტელექტის კონტექსტში. აღნიშნული წარმოადგენს გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორის, სოფო კილაძის ინიციატივას, რომლის შემუშავებას კოორდინაციას უწევს საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირი (ITU) და მის მომზადებაში ჩართული არიან საერთაშორისო ორგანიზაციები: გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი (CRC), UNICRI Center for AI and Robotics, საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU), UNESCO, UNODC, SRSG Violence against Children“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს