Amadeo "საქართველოს ბანკის" ბიზნესმომხმარებლებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს

"საქართველოს ბანკი", როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებებისა და შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკი ინოვაციურ ფინტექ პლატფორმასთან Amadeo.ge-სთან თანამშრომლობს, რომელიც ბიზნესებს სრულფასოვან ფინანსურ ანალიტიკას და მარეგულირებელი ანგარიშგების ავტომატიზაციას სთავაზობს.

Amadeo.ge-სა და "საქართველოს ბანკის" პარტნიორობით, მცირე და საშუალო ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, Amadeo-ს სერვისების სრულ ჩამონათვალზე ერთი წლის განმავლობაში 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ.

პლატფორმა მომხმარებლებს ფინანსურ საინფორმაციო პანელებს, ანალიტიკურ გრაფიკებსა და ანგარიშებს სთავაზობს, რომლებიც დამუშავებულია რეალურ დროში, რაც კომპანიის მფლობელებსა და ბუღალტრებს ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.

Amadeo მარტივად ინტეგრირდება არსებულ საბუღალტრო პროგრამებში და ქმნის მუდმივად განახლებად, დინამიკურ ანალიტიკურ პანელებს, რაც ფინანსური რესურსების მართვას კიდევ უფრო ამარტივებს.

შეთავაზებით სარგებლობისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს, ან ვებგვერდს www.bankofgeorgia.ge.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს შეთავაზებები "საქართველოს ბანკის" ერთიანი სივრცის, ბიზნეს 360-ის ნაწილია. ამ სივრცეში ხელმისაწვდომია ყველა შესაძლებლობა, რომელსაც ბიზნესები საქმიანობის განვითარებისთვის გამოიყენებენ, მათ შორისაა ბიზნესკურსები, ღონისძიებები, ბიზნესკურსები და სხვა რესურსები.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს