ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვაფასებთ მარკო რუბიოს გადაწყვეტილებას, გააგრძელოს ბალტიის ქვეყნებისთვის ამერიკული საგარეო სამხედრო დაფინანსება

აშშ გააგრძელებს ბალტიის ქვეყნებისთვის სამხედრო დაფინანსებას. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“ძალიან ვაფასებთ მდივან მარკო რუბიოს გადაწყვეტილებას, გააგრძელოს ბალტიის ქვეყნებისთვის ამერიკული საგარეო სამხედრო დაფინანსება.

ეს კიდევ უფრო გააღრმავებს თანამშრომლობას ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე შეერთებულ შტატებთან, რათა წინ წავწიოთ თავდაცვის პრიორიტეტები, მათ შორის ძლიერი ნატო-ს ალიანსი”, - წერს ბრაჟე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება