ევროკომისარი მარტა კოსი - საქართველოს მთავრობას ვურჩევდი: გთხოვთ, აირჩიოთ ევროპა! გთხოვთ, მოუსმინოთ ხალხს, ვინც უკვე 100 დღეზე მეტია ქუჩაშია

საქართველოს მთავრობას ვურჩევდი: გთხოვთ, დაუბრუნდით ევროპულ გზას! გთხოვთ, მოუსმინოთ ხალხს, ვინც უკვე 100 დღეზე მეტია ქუჩაშია, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა სტრასბურგში, “ინტერპრესნიუსის” სპეციალურ კორესპონდენტს განუცხადა.

შეკითხვაზე საპასუხოდ, თუ რა არის საუკეთესო გამოსავალი საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, ევროკომისარმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხალხს უნდა მოუსმინოს.

“გთხოვთ, აირჩიოთ ევროპა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ დაზარალდებით რუსეთის გავლენით და გთხოვთ, იზრუნოთ ყველა თაობაზე, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობაზე, რომელიც ნამდვილად მომხრეა გახდეს ევროკავშირის ნაწილი", - აღნიშნა მან.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა