მამუკა ხაზარაძე - ახლა ანაკლიის პორტი დამთავრებული და სრული დატვირთვით ამუშავებული იქნებოდა - ეს არის ბიძინას ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული რუსული პოლიტიკა

კონსორციუმმა, საარბიტრაჟო დავის დაწყებამდე, მთავრობას ოფიციალურად მიმართა, მთავრობამ მორიგებაზე უარი განაცხადა, - ამის შესახებ

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ იურიდიულ მომსახურებაში 72 მილიონ ლარამდე დახარჯა, ნაცვლად იმისა, რომ გარანტიად გაეცა და ახლა ანაკლიის პორტი უკვე დამთავრებული და ამუშავებული იქნებოდა.

“კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ანაკლიაზე.

კონსორციუმმა საარბიტრაჟო დავის დაწყებამდე ოფიციალურად მიმართა მთავრობას, დავის მორიგებით დასასრულებლად, რაც ავტომატურად გულისხმობდა პორტის მშენებლობის დასრულებას - შესაბამისად, ქართველი, ამერიკელი და ევროპელი ინვესტორების პროექტში შენარჩუნებას.

მთავრობამ მორიგებაზე უარი განაცხადა, იურიდიულ მომსახურებაში დახარჯა 72 მილიონ ლარამდე, ბიუჯეტის და ხალხის ფული იმისთვის, რომ ბოლომდე მოეკლა პროექტი. ამის ნაცვლად, ეს თანხა გარანტიად რომ გაეცა მთავრობას, როცა საერთაშორისო ბანკები სთხოვდნენ, ახლა პორტი დამთავრებული და სრული დატვირთვით ამუშავებული იქნებოდა.

სწორედ ეს არის ბიძინას ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული რუსული პოლიტიკა!” - წერია ხაზარაძის ფეისბუკ-პოსტში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს