პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უკრაინის დრონების თავდასხმის შედეგად რუსეთიდან უნგრეთში მიმავალი ნავთობის მილსადენის მუშაობა შეჩერებულია

უკრაინის დრონების თავდასხმის შედეგად რუსეთიდან უნგრეთში მიმავალი ნავთობის მილსადენის მუშაობა შეჩერებულია.

ამის შესახებ განცხადებას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო ავრცელებს.

სიიარტოს თქმით, გასულ ღამეს, უნგრეთში მიმავალი ნავთობის მილის მუშაობა მას მერე შეჩერდა, რაც ერთ-ერთი გამრიცხველიანების სადგური დრონებით დაიბომბა.

მისი თქმით, აღნიშნული მილი “კრიტიკულად მნიშვნელოვანია” უნგრეთისთვის, ხოლო თავდასხმა “მიუღებელია”.

“უკრაინას მოვუწოდებთ თავს არ დაესხას ამ ინფრასტრუქტურას… ეს ომი ჩვენი ბრალი არ არის და უნგრეთი პასუხისმგებელი არ არის ამ კონფლიქტზე”, - განაცხადა სიიარტომ.

ცნობისთვის, აქამდე უკრაინის სამხედრო წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა, რომ გასულ ღამეს დრონებით განხორციელებული თავდასხმების სამიზნე იყო “რამდენიმე სტრატეგიული ობიექტი რუსეთის ფედერაციაში, რომლებიც ჩართულნი არიან უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიისთვის მარაგების მიწოდებაში”.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება