პარიზში 36 ქვეყნის გენშტაბების უფროსები უკრაინის დახმარების საკითხს განიხილავენ

პარიზში 36 ქვეყნის გენერალური შტაბების უფროსები უკრაინის დახმარების საკითხის განსახილველად შეიკრიბნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ტიერი ბურკჰარდი X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

“პარიზში, ჩემს კოლეგა, ბრიტანელ ტონი რადაკინთან და 34 ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსებთან ერთად - შევიკრიბეთ უკრაინის მხარდაჭერის საკითხის განსახილველად. გადამწყვეტი მომენტია, რომელიც კონფლიქტის მოგვარების კუთხით ევროპულ პოზიციას განსაზღვრავს, უკრაინასთან მიმართებით და აშშ-სთან დაკავშირებით”, - წერს ბურკჰარდი.

საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის გარდა, შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ შემდეგი ქვეყნების გენერალური შტატების უფროსები: ალბანეთი, გერმანია, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, კვიპროსი, ხორვატია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, ფინეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ნორვეგია, ახალი ზელანდია, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, შვედეთი და თურქეთი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს