უკრაინა მზად არის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, ხოლო აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას

უკრაინა მზად არის შუალედურ, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, ხოლო აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას. ამის შესახებ საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, აშშ “დაუყოვნებლივ გააუქმებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაზე პაუზას და განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას”.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს თქმით, აშშ-მა უკრაინას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება შესთავაზა, რომელსაც უკრაინული მხარე დათანხმდა: “რათა შევიდეთ ცეცხლის შეწყვეტაში და შევიდეთ მოლაპარაკებებში, რომ დავასრულოთ კონფლიქტი ისე, რომ მყარი და გამძლე იყოს”.

რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-ის წინადადება მოიაზრებს “ცეცხლის სრულ შეწყვეტას ფრონტის ხაზზე, არა მხოლოდ საჰაერო და საზღვაო ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც უკრაინელებმა შემოგვთავაზეს”.

რუბიოს თქმით, აშშ ახლა “ამ წინადადებით რუსებთან მივა” და მას “იმედი აქვს”, რომ ისინი დათანხმდებიან.

სახელმწიფო მდივნის თქმით, “ბურთი ახლა მათ [რუსების] მოედანზეა”. მან აღნიშნა, რომ თუ რუსები უარს იტყვიან “მაშინ, სამწუხაროდ, გვეცოდინება მშვიდობისთვის შემაფერხებელი რა არის”.

რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმება დღევანდელი მოლაპარაკებების საგანი არ ყოფილა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება