დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში მიიწვევს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში მიიწვევს.

ჟურნალისტის კითხვაზე არის თუ არა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაპატიჟებული თეთრ სახლში, ტრამპმა უპასუხა: "რა თქმა უნდა, აბსოლუტურად”.

ცნობისთვის, საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების თანახმად, უკრაინა მზად არის შუალედური 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, ხოლო აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა