„თბილისი ენერჯი“ - გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მოწოდება დროებით 5000 აბონენტს შეუწყდა

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მოწოდება დროებით 5 000 აბონენტს შეუწყდა.

მათივე ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება დღეს, 12 15:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათისთვის.

„გაზსადენის დაზიანების გამო დილის 9:00 საათიდან გაზის მოწოდება ავარიულად შეუწყდა: ზესტაფონის ქუჩის, ჭყონდიდელის ქ. 22-ში მდებარე შპს ,,გრადბურგ დეველოპმენტი”-ს, შპს „სვეტი ჯგუფი”-ს, შპს ,,ბინექსი”-ს, შპს „ლაიფ მასტერი”-ს საცხოვრებელი კორპუსების, ჭყონდიდელის ქ. 85-ში მდებარე შპს ,,ატლასის” საცხოვრებელი კორპუსის, ჭყონდიდელის ქ. 36, 36ა, 36ე, 36/2-ში მდებარე შპს „ოპტიმას” საცხოვრებელი კორპუსების, ჭყონდიდელის I ჩიხი 2-ში მდებარე შპს ,,კ სამი”-ს, სერგი ჭილაიას ქუჩის, ცოტნე დადიანის ქ. 150ა, 150ბ, მექანიზაციის ქ. 1-ში მდებარე შპს ,,ბინექსი”-ს საცხოვრებელი კორპუსების, თორნიკე ერისთავის ქ. 8, 29-ში (იგივე ჭყონდიდელის ქ. 105, 107, 109, 111, 113) მდებარე შპს ,,კიკვიძე-1-ის, შპს ,,კიკვიძე 2”-ის, შპს „ალფა რეზიდენსის” საცხოვრებელი კორპუსების, ცისარტყელის, ბაგინეთის, წიწამურის, ბენდელიანის ჩიხის, ხვინგიას, ნათაძის, ეკა ბეჟანიშვილის ქ. 2, ეკა ბეჟანიშვილის ქ. 9-ში მდებარე შპს ,,ალაზანის” საცხოვრებელი კორპუსის, ნინუას ქ. 3, 5-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ქუთათელაძის, ჩრდილო ფარეხის ქ. 4-ში მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას, აგრეთვე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: შპს ,,ნილი”, შპს ,,ტკბილი ქვეყანა”, შპს ,,ანა ჯგუფი”, შპს ,,მითანა”, # 4 პურის ქარხანა, შპს ,,კოლხი”, შპს ,,ხაბაზი 77”, შპს ,,ლითენ თრიი”, შპს ,,ფაბრიკა 1900”, შპს ,,სოგური”, სს ,,კოლხეთი”, შპს ,,ჯორჯია”, შპს ,,ლაგი 98”, შპს ,,გლობალ თრეიდი”, # 12 საჯარო სკოლა, ი/მ თემურ ქომეთიანი, შპს ,,საქართველოს რკინიგზა”, სს ,,მრეწვრკინიგზა”, ი/მ ნური გურიელიძე, შპს ,,პრემიერა. ტმ”, შპს ,,ჰაიდელბერგ ჯორჯია”, შპს ,,პურპროდუქტების საწარმო-შირაქი”, შპს ,,ჯეო-ემ-ტექსი” და სხვა.

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება დღეს, 12 მარტს 15:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათისთვის.

„თბილისი ენერჯი” ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო