პეტრე ცისკარიშვილი - მიხეილ სააკაშვილის, როგორც მთავარი ოპოზიციური ფიგურის, რეჟიმს ძალიან ეშინია - ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უზრუნველყონ სააკაშვილი დარჩეს საკანში

მიხეილ სააკაშვილის, როგორც მთავარი ოპოზიციური ფიგურის, რეჟიმს ძალიან ეშინია - ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილი დარჩეს საკანში, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დღესაც ზუსტად ასევე იხარჯება ეს თანხები, მაგრამ არავინ ისჯება.

„ეს არ არის სამართლიანი და თავისუფალი სასამართლო. მოსამართლე ასრულებს იმ დავალებას, რასაც იღებს რეჟიმისგან. მიხეილ სააკაშვილის, როგორც მთავარი ოპოზიციური ფიგურის, რეჟიმს ძალიან ეშინია. ყველაფერს აკეთებს, იმისთვის, რომ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილი დარჩეს საკანში, არ გამოვიდეს გარეთ, არ იყოს თავისუფლებაზე, არ იყოს ხალხთან, არ იყოს კამპანიაში. როგორც „ოცნების“ პიარ პროპაგანდისტი, ისე წარდგა მოსამართლე საზოგადოებისა და მედიის წინაშე, გაემართლებინა რატომ აძლევს ამხელა ვადას ადამიანს, რომელმაც პირდაპირი გაგებით, სიბნელიდან და ჭაობიდან, კორუფციიდან, კრიმინალიდან ამოიყვანა ქვეყანა, 12-ჯერ გაზარდა ბიუჯეტი. ოღონდ იმასაც კი არ ედავებიან, რომ თავისთვის წაიღო, მიიტაცა, მოიპარა, არამედ გაფლანგა, სხვადასხვა ხარჯებს მოახმარა, სხვადასხვა პერიოდში, საქართველოში, საზღვარგარეთ, ჰილარი კლინტონს „რედბული“ უყიდა. ეს ხარჯები შეტანილია ამ სამარცხვინო საქმეში. დღესაც ზუსტად ასევე იხარჯება ეს თანხები, ზუსტად ასევე მიდის საბიუჯეტო სახსრების მოხმარება სახელმწიფოსთვის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, რეჟიმს ეს გასაიდუმლოებული აქვს და მათი წარმომადგენელი არავინ ისჯება“,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე