პროკურორი - მიხეილ სააკაშვილი უკვე კორუფციულ დანაშაულში მსჯავრდადებულია - 9 მილიონ ლარში იყო უამრავი ხარჯი, რომელიც სააკაშვილის პირად, ასევე, მისი გარემოცვის ფუფუნებას ემსახურებოდა

კორუფციაში ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი უკვე კორუფციულ დანაშაულში მსჯავრდადებულია - რაც შეეხება ჯგუფურობის მოხსნას, ბრალდებულ თეიმურაზ ჯანაშიას ქმედების გადაკვალიფიცირებას, აღნიშნულ ნაწილში, ბრალდების მხარე გაასაჩივრებს მოსამართლის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ პროკურორმა, გიორგი მუჯირმა ჟურნალისტებთან სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმადაც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო თეიმურაზ ჯანაშიას 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, „9 მილიონ ლარში იყო უამრავი ხარჯი, რომელიც როგორც მიხეილ სააკაშვილის პირად ფუფუნებას ემსახურებოდა, ასევე მის გარემოცვის“.

„კორუფციაში ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი უკვე კორუფციულ დანაშაულში მსჯავრდადებულია. წლების განმავლობაში, დაცვის მხარე ცდილობდა დაეკნინებინა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, თუმცა დღეს დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასამართლომ ბრალდების მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი სახსრები, ამ თანხების გამოყენება არ მომხდარა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. პირიქით, აღნიშნული თანხა, 9 მლნ ლარი ემსახურებოდა სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრების და მისი გარემოცვის კომფორტს და ფუფუნების მოთხოვნების დაკმაყოფილებას. რაც შეეხება ჯგუფურობის მოხსნას, ბრალდებულ თეიმურაზ ჯანაშიას ქმედების გადაკვალიფიცირებას, აღნიშნულ ნაწილში, ბრალდების მხარე გაასაჩივრებს მოსამართლის გადაწყვეტილებას. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვლება და დაუბრუნდება პირვანდელ კვალიფიკაციას, როგორც ბრალდების მხარეს ჰქონდა შეფასებული, ვგულისხმობ ჯანაშიას ქმედებას. აქ 9 მილიონ ლარში იყო უამრავი ხარჯი, რომელიც პირად ფუფუნებას ემსახურებოდა, ასევე გარემოცვის ფუფუნებას. იქნებოდა ეს სოფო ნიჟარაძის მოგზაურობის თუ საჩუქრების ხარჯები. იქნება ეს თიკა ბოკუჩავასთვის ნაჩუქარი მობილური ტელეფონი. იქნებოდა ეს საზღვარგარეთის საკურორტო ზონებში გადახდილი თანხები თუ სხვა უამრავი მსგავსი დანახარჯი, რაც ემსახურებოდა მხოლოდ ფუფუნებას და არ იყო ნაკარნახევი სახელმწიფო ინტერესებით”, - აღნიშნა პროკურორმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო