პროკურატურა თეიმურაზ ჯანაშიასთვის 300 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

საქართველოს პროკურატურა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე თეიმურაზ ჯანაშიასთვის 300 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„თეიმურაზ ჯანაშიას ქმედება ნაცვლად გაფლანგვისა, შეფასდა როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 300 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს პროკურატურა, თეიმურაზ ჯანაშიას ნაწილში, სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო თეიმურაზ ჯანაშიას 300 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა.

პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა