„საქართველოს ბანკის“ ბიზნესმომხმარებლებს ფავორიტი/კოლორპაკი სპეციალურ პირობებს სთავაზობს

„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სპეციალური შეთავაზებების შექმნას აგრძელებს. ამჯერად, ფინანსური ინსტიტუტი თანამშრომლობს სტამბასთან -ფავორტი/კოლორპაკი, რომელსაც ახალი დამკვეთებისთვის სრულ პოლიგრაფიულ მომსახურებაზე 30%-მდე ფასდაკლება და საჩუქარი აქვს - სტამბა საქართველოს ბანკის პარტნიორ კომპანიებს დიზაინ სტუდიის მომსახურებას უფასოდ სთავაზობს.

ფავორიტი/კოლორპაკი რეგიონში ყველაზე დიდი პოლიგრაფიული საწარმოა, რომელიც 30 წელზე მეტია ქართული ბაზრის ლიდერია.

სტამბაში სრული პოლიგრაფიული მომსახურების მიღება ერთ სივრცეშია შესაძლებელი.

შეთავაზებით სარგებლობისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ან ვებგვერდს.

აღსანიშნავია, რომ ეს ბიზნეს შეთავაზება საქართველოს ბანკის ახალი პლატფორმის ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება