გიგი წერეთელი - სააკაშვილის მიმართ ხელისუფლებას ამოძრავებს შურისძიება და პოლიტიკური მოტივებიც - ჯანაშიას ჯარიმაც არ უნდა დაკისრებოდა, რადგან დანაშაული არ მიუძღვის

ხელისუფლებას დღეს გაცხადებული აქვს თავისი დამოკიდებულება, არ გაუშვებდა შანსს ხელიდან რომ კიდევ რაღაც დამატებით არ გაეკეთებინა. ჯანაშიას არც ჯარიმა უნდა დაკისრებოდა, არც არაფერი დანაშაული არ მიუძღვის, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერი გიგი წერეთელი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, ხელისუფლებას ამოძრავებს თავისი განსაკუთრებული დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, კერძოდ შურისძიება და პოლიტიკური მოტივები.

მისივე თქმით, „დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ მართლმსაჯულება ხელისუფლების ძალიან სერიოზული გავლენის ქვეშ არის”.

„მოვისმინეთ ეს განაჩენი, რა თქმა უნდა, იმის თქმა, რომ ეს დამსახურებულია, წარმოუდგენელია. სააკაშვილის მიმართ ბუნებრივია ხელისუფლებას ამოძრავებს თავისი განსაკუთრებული დამოკიდებულება, ეს არის შურისძიება, პოლიტიკური მოტივებიც. ამაზე თავად საუბრობდნენ, როდესაც ამბობდნენ რომ მას არ დავაკავებდით თუ ის დამშვიდდებოდა, არ იქნებოდა ჩართული აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში. შესაბამისად, მოხდა ის, რისი მოლოდინიც იყო. ხელისუფლებას დღეს გაცხადებული აქვს თავისი დამოკიდებულება, არ გაუშვებდა შანსს ხელიდან რომ კიდევ რაღაც დამატებით არ გაეკეთებინა. ჯანაშიას არც ჯარიმა არ უნდა დაჰკისრებოდა, არც არაფერი დანაშაული არ მიუძღვის”,- აღნიშნა წერეთელმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო