რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს ესაუბრა

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს ჯონ რეტკლიფს ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, სერგეი ნარიშკინსა და ჯონ რეტკლიფს შორის სატელეფონო საუბარი 11 მარტს შედგა.

„ხელმძღვანელებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება რეგულარული კონტაქტების შესანარჩუნებლად, რათა ხელი შეუწყონ საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ასევე მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კონფრონტაციის შემცირებას“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადების თანახმად, „სპეცსამსახურების ხელმძღვანელებმა საერთო ინტერესების მქონე სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება