თინა ბოკუჩავა - მზად ვარ, ეს იქნება კონსტიტუციის, სამოქალაქო წესით, თუ რელიგიური წესით ბიბლიის წინაშე ნებისმიერი ფიცი დავდო, რომ არანაირი ტელეფონი არცერთი პრეზიდენტის, მათ შორის არც მესამე პრეზიდენტის მხრიდან არასდროს მიმიღია

მზად ვარ, ეს იქნება კონსტიტუციის, სამოქალაქო წესით, თუ რელიგიური წესით ბიბლიის წინაშე ნებისმიერი ფიცი დავდო, რომ არანაირი ტელეფონი საქართველოს არცერთი პრეზიდენტის, მათ შორის არც მესამე პრეზიდენტის მხრიდან მე, თინათინ ბოკუჩავას არასდროს, არცერთ წელს არ მიმიღია,- ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ბიუჯეტიდან მისთვის თანხა გაიხარჯა.

ბოკუჩავა აღნიშნულს ცილისწამებას უწოდებს, რომელიც მისივე თქმით, შემდგომ დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გამოიძიოს.

„არცერთი მტკიცებულება არ არსებობს აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს არის სრული ცილისწამება, რასაც ვისმენ 2012 წლიდან. ცილისწამება, რომელიც შემდგომ დამოუკიდებელმა სასამართლომ აუცილებლად უნდა გამოიძიოს. მე მზად ვარ, ეს იქნება კონსტიტუციის, სამოქალაქო, თუ რელიგიური წესით ბიბლიის წინაშე ნებისმიერი ფიცი დავდო, რომ არანაირი ტელეფონი საქართველოს არცერთი პრეზიდენტის, მათ შორის არც მესამე პრეზიდენტის მხრიდან მე, თინათინ ბოკუჩავას არასდროს, არცერთ წელს არ მიმიღია. ამიტომ, ამ ცილისწამებაზე და ამ ბრალდებაზე აუცილებლად მოვითხოვ პასუხს შესაბამისი პირების მხრიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს ექნება დამოუკიდებელი სასამართლო. ამაზე პასუხს აუცილებლად მოვითხოვ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო თეიმურაზ ჯანაშიას 300 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ბოკუჩავას განცხადებით, „ამ განაჩენით ვერავის შეაშინებენ“.

„11 წლის მანძილზე საქმეზე, რომელიც 2014 წელს დაიწყო, დაგეშილი პროკურორები მტკიცებულებას ეძებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა რაიმე საბიუჯეტო თანხა მიითვისა, მაგრამ მათ ამის ვერცერთი მტკიცებულება ვერ ნახეს 11 წლის მანძილზე. ბოლოს გამოაცხადეს, რომ ეს თანხები გაიფლანგა, ანუ არამიზნობრივად გაიხარჯა. რა თქმა უნდა, რუსი ივანიშვილისთვის არამიზნობრივად არის დახარჯული ხარჯებიო, რომელიც დაიხარჯა პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მასპინძლობისთვის, ჰილარი კლინტონის მასპინძლობისთვის, ჯო ბაიდენის და უამრავი სხვა მსოფლიო ლიდერის მასპინძლობისთვის. სამაგიეროდ, მიზნობრივია ივანიშვილის რუსული რეჟიმისთვის ის ხარჯები, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გავრილოვის მასპინძლობისთვის დაიხარჯა. იმ ტყვიებისთვის, რომელიც ადამიანებს დაუშინეს, რომლებიც გავრილოვის სტუმრობას და პარლამენტის თავმჯდომარის სკამში მოკალათებას აპროტესტებდნენ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, პროკურატურა მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სდსს-ს ყოფილ ხელმძღვანელს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავებოდა. პროკურატურის მტკიცებით, ხარჯები 3 წლისა და 9 თვის განმავლობაში 9 მილიონზე მეტ დანახარჯს მოიცავს და აქ ძირითადად, წარმოდგენილი იყო მთავრობის შემადგენლობა, იმჟამინდელი პოლიტიკოსები, მათთან დაკავშირებული პირები. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, „თინა ბოკუჩავასთვის IPhone-ის მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილია 1600 ლარი“.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო