Reuters - გრენლანდიის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა „დემოკრატიულმა პარტიამ“ გაიმარჯვა

გრენლანდიის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა „დემოკრატიულმა პარტიამ“ გაიმარჯვა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გუშინ გამართულ გრენლანდიის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა „დემოკრატიულმა პარტიამ“ ხმების 29,9% მოიპოვა, ხოლო მეორე ადგილზე კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია Naleraq-ი გავიდა, რომელმაც ხმების 24,5% მიიღო.

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრის, მუტე ეგედეს პარტია Inuit Ataqatigiit-ი ხმების 21%-ით მესამე ადგილზე გავიდა.

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, „დემოკრატიული პარტია“ გრენლანდიის მიერ დანიისგან დამოუკიდებლობის მოპოვებას შედარებით ნელ პროცესად განიხილავს, ხოლო პარტია Naleraq-ი მხარს დამოუკიდებლობის სწრაფად მოპოვებას უჭერს.

„ხალხს ცვლილება სურს. ჩვენი კეთილდღეობის დასაფინანსებლად მეტი ბიზნესი გვსურს. ჩვენ დამოუკიდებლობის მოპოვება ხვალვე არ გვსურს, ამისთვის კარგი საფუძველი გვჭირდება“, - განაცხადა „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება