პაატა მანჯგალაძე - თუ ყურადღებით დავაკვირდებით „ქოც პროპაგანდას“, დავინახავთ მათ მთავარ გზავნილს - ღირსებით პუტინისკენ!

ვის ინტერესშია, რომ საქართველო მარტო დარჩეს, მოკავშირეების გარეშე? ვის უნდა, რომ ჩვენი ქვეყანა დაუცველი იყოს? - პასუხი ყველამ ვიცით - საქართველო მარტო მათ სურთ, ვისაც მისი განადგურება უნდა! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, 100 წლის შემდეგ საქართველოში იგივე პროპაგანდა მიმდინარეობს.

„თუ ყურადღებით დავაკვირდებით „ქოც პროპაგანდას“, დავინახავთ მათ მთავარ გზავნილს - ღირსებით პუტინისკენ!

ამერიკა - მტერია, ევროკავშირი - მტერია, ბალტიის ქვეყნები - მტრები არიან, ბრიტანეთი - მტერია, საფრანგეთი - მტერია, გერმანია - მტერია, პოლონეთი - მტერია, უკრაინა - მტერია.

დღესაც, 100 წლის შემდეგ, იგივე პროპაგანდაა, იგივე მიზნებით - დაფარონ ღალატი!

მაშინაც ამტკიცებდნენ, რომ დასავლეთი მტერია. მაშინაც აცხადებდნენ, რომ ბრიტანელები, ფრანგები და ყველა, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, ჩვენი მტრები იყვნენ. მაშინაც გვყავდა ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ოკუპანტს ემსახურებოდა.

მათთვის, ვინც საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობას და სუვერენიტეტს არ აღიარებს, მტერი არ არის. მტრები მხოლოდ ისინი არიან, ვინც ჩვენს ერთობასა და თავისუფლებას იცავს!

ვის ინტერესშია, რომ საქართველო მარტო დარჩეს, მოკავშირეების გარეშე? ვის უნდა, რომ ჩვენი ქვეყანა დაუცველი იყოს? - პასუხი ყველამ ვიცით - საქართველო მარტო სურთ მათ, ვისაც მისი განადგურება უნდა!“ - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს