სერგეი ლავროვი - უკრაინაში ნატო-ს ჯარების ნებისმიერი დროშის ქვეშ განლაგება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს - ამას არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებით

უკრაინაში ნატო-ს ჯარების ნებისმიერი დროშის ქვეშ განლაგება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს ჯარების განლაგებას „არავითარ შემთხვევაში“ არ დათანხმდება.

„არავითარ შემთხვევაში! ჩვენ ამის შესახებ არავინ გვესაუბრება. როდესაც აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სამშვიდობოების შესახებ ჰკითხეს, მან განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია ამის განხილვა, მაგრამ ეს ჩვეულებრივ ყველა მხარის თანხმობას მოითხოვს. რატომ უნდა დავთანხმდეთ სამშვიდობო ძალებს ან ნებისმიერ სამშვიდობო ჯგუფს? მათ სურთ, რომ ასეთი ძალა იმ ქვეყნებისგან შედგებოდეს, რომლებმაც მტრად გამოგვაცხადეს. ისინი იქ ისე ჩავლენ, როგორც სამშვიდობოები?!“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისი თქმით, „დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ომს უკრაინელების მეშვეობით აწარმოებს“.

„თუ ნატო-ს გაფართოება ერთი-ერთი ძირითადი მიზეზია, ყოველ შემთხვევაში, ტრამპი ამას აღიარებს, მაშინ ნატო-ს ჯარების იქ ყოფნა, ნებისმიერი დროშის ქვეშ, ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ იცის, „თუ როგორ არ წავიდეს კომპრომისებზე“.

„ამ კონკრეტული კრიზისის კონტექსტში, ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ კომპრომისები, რომლებიც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის“, - განაცხადა ლავროვმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის