გაეროს მოსახლეობის ფონდი - საქართველოში თითქმის ყოველი მეექვსე მოქალაქე 65 წელზე მეტი ასაკისაა

ქვეყანაში მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ დაზუსტებული და ხარისხიანი მონაცემების გასაუმჯობესებლად და მათზე ხელმისაწვდომობისა და საჭიროებების შეფასების მიზნით, 11 მარტს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს მოსახლეობის ფონდი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს UNFPA-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მარიამ ბანძელაძემ, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მოსახლეობის განყოფილების უფროსმა ლიზა უორტმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ქეთევან გოგინაშვილმა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოში თითქმის ყოველი მეექვსე მოქალაქე 65 წელზე მეტი ასაკისაა.

„UNECE-ს კონსულტანტმა თენგიზ ცეკვავამ კი მონაწილეებს გააცნო მოსახლეობის დაბერებასთან დაკავშირებულ მონაცემებზე ხელმისაწვდომობისა და საჭიროებების შეფასების კვლევის შედეგები, რასაც მოჰყვა მცირე ჯგუფებში აღნიშნული შედეგებისა და რეკომენდაციების განხილვა და ხარისხიანი მონაცემებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით პრიორიტეტებისა და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა.

ღონისძიება ჩატარდა საქართველოში დაბერებასთან დაკავშირებული პოლიტიკის მტკიცებულების ბაზის გაძლიერების მიზნით, მოსახლეობის დაბერების სახელმწიფო პოლიტიკისა და მასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმების განხორციელებისა და მონიტორინგის ფარგლებში.

საქართველოში თითქმის ყოველი მეექვსე მოქალაქე 65 წელზე მეტი ასაკისაა.

მოსახლეობის დაბერება ზემოქმედებს საზოგადოების თითქმის ყველა ასპექტზე და მას შეუძლია მნიშვნელოვანი ცვლილებების გამოწვევა ეკონომიკაში, შრომის ბაზარსა და სოციალური დაცვის, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებში. მონაცემთა ხელმისაწვდომობისა და საჭიროებების შეფასების მიზანია საქართველოში დაბერებასთან დაკავშირებული სტატისტიკისა და ადმინისტრაციული მონაცემების შეგროვებისა და აღრიცხვის პროცესის ხარისხის გაუმჯობესება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო